ირაკლი მეზურნიშვილის მიერ, თავისივე ოფისში, კასპელი ახალგაზრდებისთვის შექმნილი პატარა "ტექნოპარკი" და ნამდვილი ტექნოპარკის მშენებლობა რაიონში

06 Aug 2019 22:43

ხშირად ვკითხულობთ, ესა თუ ის დეპუტატი და განსაკუთრებით მაჟორიტარი, რას აკეთებს თავის საამომრჩევლო ოლქში, რაიონსა თუ ქალაქში. 


ირაკლი მეზურნიშვილის შემთხვევა, ამ კითხვის კარგი პასუხია. მან, თავის საამომრჩევლო რაიონში, კასპში, ჯერ კიდევ 2017 წელს,  თავისი ოფისი აქცია ახალგაზრდების თავშეყრის, ინოვაციების და იდეების მთავარ ცენტრად. ოფისში მოქმედებს  გადამზადების ცენტრი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს კასპის ახალგაზრდების დატრენინგება სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით. 


ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივითვე, გადამზადების ცენტრში, სრული დაფინანსებით, სისტემატიურად იმართება  ტრენინგები სხვადასხვა კომპიუტეტული პროგრამირების მიმართულებით, როგორც ადგილობრივად, ასევე,  დისტანციურად. 


გადამზადების ცენტრი, აქტიურად თანამშრომლობს ტექნოპარკთან, სწორედ მათი მხარდაჭერით ახორციელებს ცენტრი  ტრენერების შერჩევა-დაკომპლექტებას. 


გადამზადების ცენტრში ტრენინგები ხორციელდება შემდეგი პროგრამირების მიმართულებით: სოციალური მედია-მარკეტინგი, Python, Front-End (1), Front-End(2), გრაფიკული დიზაინი (Adobe Photoshop;Ilustrator).


ასევე, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, სრული დაფინანსებით გადამზადების ცენტრში 35 ბენეფიციარმაა გაიარა "Lingwing"-ის (უცხო ენის ) დისტანციურად შესწავლის კურსები. ჯამში გადამზადდა 64 ბენეფიციარი. ტრენინგების დასრულებისთანავე, ახალგაზრდები  თავიანთ პროექტებს  წარადგენენ ტექნოპარკში, სადაც მათ გადაეცემათ სერტიფაკატები, ასევე, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა შეხვდნენ თავიანთ პოტენციურ დამსაქმებლებს.  


გარდა ამისა, კასპში სულ მალე დასრულდება ტექნოპარკის მშენებლობა, რომელის მშენებლობაც, უშუალოდ დეპუტატის ინიციატივით და მთავრობის თანადგომით ხორციელდება. ტექნოპარკი, სწორედ, უკვე ზემოთაღნიშნული, მომზადებული და დატრენინგებული ახალგაზრდებით  დაკომპლექტდება.


კომენტარები:

ფართი შოპი