ბუბა კუდავა - ოთარ აბესაძეზე: პირსუკან მომძახოდა – დასაჭერად აქვსო საქმე... მახსოვს, როგორ მწყდებოდა გული...

12 Jul 2017 23:28

ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი:


„აბა ერთი, გუგლში მნახე, ვინა ვარ“ – ამ ეპოქალური ფრაზის გარდა ეს ახალგაზრდა კაცი ორადორი ამბიდან მახსოვს.

პირველი ამბავი გამომცემლობებს უკავშირდება.

მახსოვს, როგორი ენთუზიაზმით, კომკავშირული შემართებითა და უტიფრობით აპრავებდა გამომცემლობებისთვის მათი ინტელექტუალური საკუთრების წართმევას. ხალხს როგორ უჭირს და თქვენ კი გაქსუებული კაპიტალისტები ხართო – ასეთი პათოსით.

მაშინ განათლების სამინისტროში მუშაობდა. თქვენ წარმოიდგინეთ და, მინისტრის მრჩევლად.

მეორე ხელნაწერების ამბებზეა.

ბოლშევიკური მეთოდებით სამსახურიდან ჩემს განთავისუფლებას თითქოს გამპრავებლები აკლდაო, სტაჟიან მედროვეებს ეს დამწყებიც დაემატა და პირსუკან მომძახოდა – დასაჭერად აქვს საქმე და პროკურატურა სერიოზულადაა დაინტერესებული მისი საქმეებითო.

მახსოვს, როგორ გული მწყდებოდა, რატოა ეს ცხოვრება ასე უკუღმართად მოწყობილი-მეთქი.

არავის დაჭერა მიხარია. არც მისი, ცხადია.

მავანი ალბათ ნიშნისმოგებად მიიღებს, მაგრამ გთხოვთ, მაგადაც ნუ ჩამითვლით.

შეხსენებად ჩამითვალეთ, მხოლოდ შეხსენებად – რომ დიდია, რომ მაღალია, ყოვლისმხედველია და ყოვლისგანმრიგე..."


კომენტარები:

ფართი შოპი