ყინწვისის მონასტერში დაგებული მწვანე მარმარილო, შესაძლოა, აყარონ

13 Aug 2019 02:21

ყინწვისის მონასტერში დაგებული მწვანე მარმარილო შესაძლოა აყარონ - საპატრიარქო 3-დღიან დუმილს არღვევს, რუის-ურბნისის ეპარქიას თვითნებობაში ადანშაულებს და შესაბამის რეაგირებას ელოდება; ეს რეაგირება კი შესაძლოა, ფილების აყრა იყოს, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მონასტერს, კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს. ძეგლი საკმაოდ დაზიანებულია და უცნობია გაუძლებს თუ არა უძველესი ფრესკები ახლადდაგებული იატაკის აყრას და თავიდან დაგებას.


ყინწვისის ტაძარში დაგებული მწვანე მარმარილოს იატაკი გამოიცვლება - ასეთია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება. ძველი იატაკი მარმარილოს ფილებით ჩანაცვლდა,  სამუშაოები კი ადგილობრივი სასულიერო პირების გადაწყვეტილებით ისე დაიწყო, რომ ის არავისთან ყოფილა შეთანხმებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მსგავსი სამუშაოები აუცილებლად უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იმ შემთხვევაში დგება თუ ძეგლს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. ამ შემთხვევაში კი პრობლემა გამოსწორებადია.


„სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი იქნებოდა დაზიანებული, რომ იყოს და მაშინ ყველა თანასწორია კანონის წინაშე. აქ არის საკითხი გამოსწორებადი. ანუ  საბჭოთა პერიოდის იატაკია აყრილი და დაგებულია ახალი. იგივე ლოგიკით შესაძლებელია ამ იატაკის აყრა. თუ ეს პირები რჩებიან მაშინ ნება უნდა იბოძონ და აბსოლუტურ ჰარმონიაში იმუშაონ ძეგლთა დაცვასთან და ჩვენ ავიღებთ ვალდებულებას, რომ გამოვცვალოთ იატაკიც და რეაბილიტაციაც ჩავიტაროთ,“-განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი