რაც უფრო მიამიტური მორჩილება ექნება საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის, მით უფრო მწარედ დასჯის რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი.
მისი თქმით, ის რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება „ეს არის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია.“
ბერძენიშვილის თქმით, იმაზე რაც გუგუტიანთკარში ხდება ერთადერთი პასუხია - „ნატო საქართველოში და საქართველო ნატოში.“