"რუსეთი ოკუპანტია და ეს პროცესი ამისი ერთ-ერთი დადასტურებაა"- შიდა ქართლის გუბერნატორი

20 Aug 2019 14:01

"რუსეთი ოკუპანტია და ეს პროცესი ამისი ერთ-ერთი დადასტურებაა"- ეს განცხადება, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გააკეთა. გიორგი ხოჯევანიშვლი გუგუტიანთკარში იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა.


"რუსეთი დამატებით ახდენს ჩვენი მიწების ოკუპაციას, რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვენ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ვიცით ყველაფერი რაც სჭირდებათ,"-აცხადებს გუბერნატორი.


რაც შეეხება სამი დღის წინ, რუსი ოკუპანტების მიერ, სოფელ ახალუბნიდან და მეჯვრისხევიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებს, გუბერნატორის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაკავებულების გასათავისუფლებლად.


გუგუტიანთკარში კი რუსი ოკუპანტები დღეს დილიდან გამოჩნდნენ. შეიარაღებული სამხედროები ე.წ. საზღვართან დგანან და ბორდერიზაციის განახლებისთვის ემზადებიან.


რუსთავი 2


კომენტარები:

ფართი შოპი