შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრად, გამოკითხულთა 52%-ს სურს. აღნიშნული გამოკითხვა საინფორმაციო პორტალ "მხარეს" ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე 18 აგვსიტოს დაიწყო და ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.
შეკითხვა ასე იყო დასმული:
ისურვებდით თუ არა, შს მინისტრს, გიორგი გახარიას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად?
გამოკითხვაზე წვდომა, მთელი კვირის მანძილზე, 46 680 ფეისბუქ-მომხმარებელს ჰქონდა. გამოკითხვაში მონაწილეობა, საერთო ჯამში, სოციალური ქსელის, 6 000-მდე მომხმარებელმა მიიღო. მათგან, 2 900-მდე (48%) ადამიანი ამბობს, რომ არ ისურვებენ გახარიას პრემიერად, 3 100 (48%) ადამიანს კი სურს, მოქმედი შს მინისტრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.

საინფორმაციო პორტალმა "მხარემ",
გიორგი გახარიასთან დაკავშირებული გამოკითხვა ე.წ. გავრილოვის ღამის მომდევნო კვირაშიც ჩაატარა.
უნდა გადადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია? - ასე იყო დასმული შეკითხვა.
გამოკითხვა 2019 წლის 23 ივნისს დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდა. აღნიშნულ გამოკითხვაზე წვდომა, ფეისბუქის 292 381 მომხმარებელს ჰქონდა. მათგან, გამოკითხვაში მონაწილეობა 45 600-მა ფეისბუქ-მომხმარებელმა მიიღო. დაახლოებით 22 000 (52%) ფეისბუქმომხმარებელი ფიქრობდა, რომ გიორგი გახარიამ არ უნდა დატოვოს შს მინისტრის პოსტი, ხოლო 23 000 (48%) ფიქრობდა, რომ გახარიას თანამდებობა უნდა შეინარჩუნებინა.