"რატომ არ უჩნდება სურვილი მამაკაცს, ხანდახან თავისი მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდეს ცოლ-შვილს?!"

13 Jul 2017 01:56

გიორგი მაჭარაძე, იურისტი, პუბლიცისტი:



"მართალია მე არ მყავს და არც მყოლია საკუთარი ოჯახი, არც ჭკუას გარიგებთ ვინმეს (ღმერთმანი) და არც "გენდერისტობა" დამიწყია (ეს ბოლო ფაქტი განსაკუთრებით მახარებს), მაგრამ ძალიან მაინტერესებს კაცს, ამ შემთხვევაში ქმარს ვგულისხმობ, რატომ არ შეუძლია ან სურვილიც რატომ არ უჩნდება, რომ ხანდახან (არა ყოველთვის) სამზარეულოში თვითონ იყოს "დირექტორი" და მისი მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდეს ცოლ-შვილს


ალბათ ვერ ხვდებიან, ეს რამხელა პოზიტივით დატვირთავს ქალბატონებს და უფრო მეტ მონდომებას, პასუხისმგებლბასა და პატივისცემას რომ განაპირობებს, როგორც ქმრის, ასევე შვილების მიმართ.


კაცებო, არ მოგბეზრდათ ცოლების მიერ მარკეტებში ნაყიდი ნაგავში გადასაყრელი საკვებით ვახშმობა?


არ დაგავიწყდეთ, სამყაროს რესტორნების 99% შეფმზარეულები მამაკაცები გახლავთ.


შევხვდებით სამზარეულოში! ადიოს!" 


კომენტარები:

ფართი შოპი