"მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას"- ფინანსთა მინისტრი

09 Sep 2019 01:53

როდესაც ეკონომიკა დარტყმას იღებს, როგორც წესი ლარის კურსი ღრუბელის ფუნქციას აკეთებს, პირველ დარტყმას ეგ იღებს, - ასე აფასებს ფინანთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას.


მაჭავარიანის თქმით, მას სჯერა ლარის გამყარების, რადგან ეკონომიკა ჯანმრთელია.


„მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას. ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა ან სურვილი. როდესაც ეკონომიკა დარტყმას იღებს, როგორც წესი კურსი ღრუბელის ფუნქციას აკეთებს, პირველ დარტყმას ეგ იღებს.


რა ხდება რეალურ შემთხვევაში, რეალური ეკონომიკის ზრდა ივლისში 6% დაფიქსირდა, ჩვენ აგვისტოსაც ვხედავთ და შეგვიძლია დიდი ალბათობით ვთქვათ, რომ საკმაოდ მაღალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არ მოხდა, პროდუქტის და მომსახურების წარმოება, რეალურ განზომილებაში არ შემცირდა, ეკონომიკა ფუნდამენტურად ჯანმრთელია და ეკონომიკის სიმყარე უცილობლად გამოიწვევს ლარის გამყარებას“,-განაცხადა მაჭავარიანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი