'ანაკლიის პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება"- ნათია თურნავა

09 Sep 2019 02:06

სახელმწიფო მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს და ის ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.


მან სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონებში ეკონომიკური განვითარებისთვის.


რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, თურნავამ გიორგი გახარიას სიტყვები მოიშველია და განაცხადა, რომ ანაკლია, ეს არის გაცილებით მნიშნველოვანი და სტრტეგიულ პროექტი, ვიდრე ორ ინვესტორს ეხება.


„ეს არის ერთადერთი კომერციული პროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული. აქედან გამომდინარე მასზე საკუთრების უფლება არც ერთ კერძო ჯგუფს არ გააჩნია. ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა დროულად შეასრულოს მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ეს პროექტი შეიკრას, მაგრამ ანაკლიის ბედი პირველ რიგში არის სახელმწიფოს ხელში, სახელმწიფო მხარს უჭერს ამ პროექტს და ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება“,-განაცხადა თურნავამ.


კომენტარები:

ფართი შოპი