შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1982 წელს დაბადებული ზ.მ. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 სექტემბერს,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1968 წელს დაბადებულ ო.მ.-ს დანით გულის
არეში დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე
გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში
ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.