საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

10 Sep 2019 15:51

"გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი - ნოდარ ხადური.


ხალასი, მხიარული, წესიერი, ოჯახსა და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი.


ძალიან ვწუხვარ, ძალიან!!!"- წერს გია ვოლსკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.


ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.


კომენტარები:

ფართი შოპი