"მახსოვს, როგორ ფარულად და მტკივნეულად განიცდიდა რამდენიმე დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას"- თეა წულუკიანი ნოდარ ხადურზე

11 Sep 2019 18:52

"დავდივარ უცხოეთში შეხვედრებზე და თვალწინ მიდგას ნოდარ ხადური. ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ მეუღლის, ბავშვების, ოჯახის მწუხარებას. იმასაც ვიტყვი, რომ, რაკი დიდხანს შემოვრჩი მთავრობაში, ყველაფერი მახსოვს. და მახსოვს, როგორ ფარულად და მტკივნეულად განიცდიდა რამდენიმე დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას. ღიად არ ამბობდა, მაგრამ ხუმრობაში ჩანდა, რომ განიცდიდა. ნეტავი შენ, რეებს აქცევ ყურადღებას-მეთქი, მითქვამს კიდეც, ასევე ხუმრობით. ის მიხარია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვნახე ერთ-ერთ სხდომაზე და კეთილი სიტყვების თქმა მოვასწარი, როგორსაც მრავლად იმსახურებდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული."- წერს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


ყოფილო მინისტრი, ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო.

2012-2016 წლებში ის საქართველოს ფინანსთა მინისტრი გახლდათ.



კომენტარები:

ფართი შოპი