ქალაქ ტაშკენტში, საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელიწადი აღინიშნა

13 Sep 2019 23:01

საზეიმო ვითარებაში აღინიშნა საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი.


საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაზიზ კამილოვმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბდუშელიშვილმა.


ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის, უზბეკეთის ბიზნესისა და კულტურის წრეების წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი კულტურის მოღვაწეები წარსდგნენ. მუსიკალური ნომრები შეასრულეს ნანი ბრეგვაძემ, ეკა მამალაძემ, ანსამბლმა "შვიდკაცამ" და დათო გომართელმა.






კომენტარები:

ფართი შოპი