ირაკლი მეზურნიშვილი, მის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის პრემიერამდე, უზბეკეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს შეხვდა

14 Sep 2019 00:25

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-თავმჯდომარეს, სადიკ საფოევს და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულაზიზ კამილოვს შეხვდა.


დეპუტატი, დოკუმენტურ ფილმზე, მუშაობს, რომელსაც "მეოთხედი საუკუნე" ჰქვია და  უზბეკეთი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება. 


ფილმის პრემიერა ნოემბერში გაიმართება. პრემიერამდე კი, დეპუტატი კიდევ ერთხელ ეწვია უზბეკეთს და გუშინ, ტაშკენთში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ გრანდიოზულ საზეიმო მიღებას დაესწრო. დეპუტატი,  სწორედ ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ზემოთჩამოთვლილ პირებს და ჩაწერა დოკუმენტური ფილმისთვის.  








კომენტარები:

ფართი შოპი