საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ნინო წილოსანი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, პრეზიდენტის მიერ, გახმაურებული შეწყალებების ფაქტებს აფასებს:
"პრეზიდენტის მიერ ახალგაზრდა ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება პირადად ჩემთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. თუ მათი შეწყალებისას შეცდომა იქნა დაშვებული, დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს ის (კომისია )ადამიანები , რომლის, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაუდევრობითაც მოხდა ეს და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ცვლილება შეწყალების წესის კანონმდებლობაში.
საზოგადოების აღშფოთება სრულიად სამართლიანია."- წერს ნინო წილოსანი.