„ფონდი „ქართუს“ ეს უნიკალური პროექტია, რომელიც ქუთაისში იწყებს ფუნქციონირებას, შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი ქვეყანა აქტიურად იყოს წარმოდგენილი რეგიონში განათლების უმთავრეს ცენტრად“ – ასეთი შეფასება მისცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ფონდი „ქართუს“ მიერ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებას, რომელიც სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.