"დანიაში დაიწყო იპოთეკური სესხების წლიური ნულპროცენტიანი განაკვეთების გაცემა" - იუწყება სააგენტო “ბლუმბერგი”

24 Sep 2019 19:11

დანიაში დაიწყო იპოთეკური სესხების წლიური ნულპროცენტიანი განაკვეთების გაცემა, _ იუწყება სააგენტო “ბლუმბერგი”.


ნულპროცენტიანი იპოთეკური სესხის გაცემის ინიციატივა იმ პირობით, რომ სესხს აიღებენ 20 წლით, ეკუთვნის ადგილობრივ Nordea Bank Abp-ს.


ადრე სხვა დანიურმა დიდმა ბანკმა Realkredit-მა მომხმარებლებს შესთავაზა 0,5-პროცენტიანი კრედიტი 30 წლით. კიდევ ერთი ბანკი, Juske Bank-ი, გეგმავს, გასცეს სესხი 10 წლით და უარყოფითი განაკვეთით _ მინუს 0,5%-ით. ამ შემთხვევაში სესხის ამღები თვითონ მიიღებს პროცენტს ბანკისგან.


წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი