თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს - უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს გადამოწმების გამო საარსებო შემწეობა აღარ შეუჩერდეთ, მანამ, სანამ გადამოწმების პროცესი არ დასრულდება

25 Sep 2019 19:16

"ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა დღეს ის სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა რომლებსაც საარსებო შემწეობა 3 თვით შეუჩერდათ. 


თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს გადამოწმების გამო საარსებო შემწეობა აღარ შეუჩერდეთ მანამ სანამ გადამოწმების პროცესი არ დასრულდება.  


,,ნარგიზა კორძაძეს სამი შვილიშვილი ჰყავს, მათ შორის ახალშობილი, რომლისთვის საკვების შეძენას ოჯახი ვერ ახერხებს, ვერ იხდიან ელექტრო ენერგიის დავალიანებასაც. თამუნა აბრამიშვილი კი შშმ პირია. მას კიდურები დაბადებიდან არ აქვს. ბავშვთა სახლში გაიზარდა, არც ოჯახი და არც ნათესავები არ ჰყავს. ამ და სხვა ათასობით უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს უჩერებენ 3 თვით საარსებო შემწეობას, ყოველი გადამოწმების დროს. სამწუხაროდ არავინ არ ფიქრობს იმაზე თუ როგორ უნდა იარსებონ ამ ადამიანებმა ამ ხნის განმავლობაში. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს წესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ." -აცხადებს თეონა ჭალიძე.


დახმარების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნარგიზა კორძაძე 591455765; თამუნა აბრამიშვილი 599074272



კომენტარები:

ფართი შოპი