გასულ წელს, გაბუნიას დედას შემწეობის სახით 12 000 ლარი აქვს მიღებული

26 Sep 2019 04:04

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, 2019 წლის 18 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ფლობს 77 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2017 წელს 70 000 დოლარად აქვს შეძენილი; მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი BMW 550 XI, რომელიც 2018 წელს 15 000 დოლარად შეიძინა.


რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე, 88,98 ლარი, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 50 000 ლარი ჰქონდა.


ამასთან, გაბუნია არის სპს „გაბუნია და პარტნიორების“ – 50%-იანი, შპს „გაბუნია და პარტნიორების“ - 45%-იანი (წილი გადაცემულია სხვაზე სამართავად); შპს „ჯი ეს ეი კონსალტინგის“ – 33.3%-იანი (წილი გადაცემულია სხვაზე სამართავად); შპს „სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის ცენტრის“ – 25%-იანი (წილი გადაცემულია სხვაზე სამართავად); შპს „გაბუნია პარტნიორები და კონსალტინგის“ – 40%-იანი (წილი გადაცემულია სხვაზე სამართავად) და შპს „ჯი ეს ლიგალის“ – 50%-იანი წილის მფლობელი (წილი სამართავად სხვაზეა გადაცემული). თუმცა, აღსანიშნავია, რომ არცერთ კომპანიაში საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსავალი არ მიუღია. ასევე დეკლარაციის შევსების მომენტში მას რამდენიმე სესხიც ჰქონდა.


დიმიტრი გაბუნია დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. გაბუნიას დედა ფლობს 37,57 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ბანკში 1000 ლარი ჰქონდა. ამასთან,  გასულ წელს გაბუნიას დედას შემწეობის სახით 12 000 ლარი აქვს მიღებული.


წყარო: www.bpn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი