სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

26 Sep 2019 04:14

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წიგნი „რელიგიები საქართველოში“ საჩუქრად გადასცა.


სალომე ზურაბიშვილი დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს.


ოფიციალური მიღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება. დონალდ ტრამპს საჩუქრად წიგნი “რელიგიები საქართველოში“ გადაეცა


კომენტარები:

ფართი შოპი