ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო

26 Sep 2019 22:07

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო.


პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს, გურიის რეგიონალური ორგანიზაციის აქტივთან გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შტაბის წევრები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.


კომენტარები:

ფართი შოპი