სერგეი ლავროვი: რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...

27 Sep 2019 23:28

"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ ალიანსთან ურთიერთობა სერიოზულად შეირყევა", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ გამოცემა "კომერსანტთან" ინტერვიუში გააკეთა.



”ჩვენ არ დავიწყებთ ომს, ამას მე გპირდებით. მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მასში გაწევრიანებას პრიორიტეტად მიიჩნევს, სერიოზულად შეირყევა”, - დასძინა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ მალავს იმასაც, რომ საზღვართან ნატოს მოახლოება დისკომფორტს შეუქმნით.


"რა თქმა უნდა, ნატო-ს მოახლოება ჩვენს საზღვრებთან რუსეთს საფრთხეს უქმნის’’,- დასძენს ლავროვი.



შეგახსენებთ, რომ მარტში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოში ვიზიტის დროს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ვალდებულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, თბილისი შეიძლება გახდეს ორგანიზაციის წევრი, და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელობის აღიარების უკან წაღება. ცოტა მოგვიანებით კი, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ალიანსში გაწევრიანება "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე".


აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ცოტა ხნის წინ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლამ, შესაძლოა, კონფლიქტი გამოიწვიოს.


წყარო


კომენტარები:

ფართი შოპი