"ლამის მთელი საქართველო გააუპატიურონ ამ აზიური წარმოშობის მუსულმანებმა და ეს ქართველი "კაი ტიპები", უცხოელების უფლებებს იცავენ!"

14 Jul 2017 18:25

გიორგი მაჭარაძე, იურისტი, პუბლიცისტი:


"ე.ი. ჰომოსექსუალთა და სხვა სექსუალურ უმცირესობათა მარშები, რომელიც უამრავი გადახრის ლეგალიზების მოთხოვნით ხდება - ცივილიზაცია და ქვეყნისთვის სასარგებლოა, ხოლო ქართველთა მარში, რომელიც კრიმინალი არალეგალების დასჯასა და დეპორტაციას (კანონის ფარგლებში მოქცევას) მოითხოვს - სიბნელე და სამარცხვინო?


რატომ არის, საერთო ნიშის მქონე, გარკვეული პოლიტიკური, თუ სოციალური ჯგუფებისთვის ეს, ასე მტკივნეული?


რომელიმე პარტიის წევრობა არ შემტენოთ! არასდროს ვყოფილვარ პარტიული და არც დღეს მაქვს ამის სურვილი. არც ამ მარშის ორგანიზატორი და მონაწილე ვარ, უბრალოდ შევეცადოთ ეტაპობრივად მივყვეთ და სამართლიანად ვისაუბროთ.


სამართლიანობის სახელით საუბრობს უამრავი ცნობადი სახე, სინამდვილეში კი ორმაგი სტანდარტები აქვს და ჩვეულებრივი დემაგოგი მარგინალია. ადამიანის უფლებას იმ შემთხვევაში იცავს, თუ დაზარალებული სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს, უცხოელს, ან ქართველი კაცის წინააღმდეგაა მიმართული საქმე.


არასდროს დამავიწყდება ერთი კომიკური სიტუაცია.


ქმარმა ძალა იხმარა საკუთარ ცოლზე, ნუ, ძალით დაამყარა სქესობრივი კავშირიო, განაცხადა ცოლმა და მთელი არასამთავრობოები გამოეფინა ამ ქალის დასაცავად, ის კაცი კი თუ სწორად მახსოვს პასუხისგებაში მისცეს.


მეორე ძალიან ცუდი ამბავიც გამახსენდა, ვარკეთილში მოხდა წლების წინ. ქართველმა, ნასამართლევმა პირმა მცირეწლოვანი გააუპატიურა და არასამთავრობოების მთელი ჯარი წამოიმართა, ხმალამოღებული მისი უმკაცრესად დასჯის მოთხოვნით და დაგმეს ეს საშინელი ფაქტი.


ახლა ლამის მთელი საქართველო გააუპატიურონ ამ აზიური წარმოშობის მუსულმანებმა და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, არასრულწლოვანთა და ქალთა უფლებებს კი არ იცავენ, ეს ქართველი "კაი ტიპები", უცხოელების უფლებებს იცავენ, კრიმინალების უფლებებს იცავენ. ანუ რა გამოდის, დაზარალებულიცა და დამნაშავეც არჩევითია.


მთლად უარესს გეტყვით, სულ რამდენიმე დღის ამბავია. გლდანში ცემით მოკლეს ქართველი პედოფილი, რომელიც ფაქტზე წაასწრეს ბავშვზე ძალადობისას. არცერთი არასამთავრობო არ გამოხმაურებია იმ ქართველ მოკლულ პედოფილს, ისე, როგორც უცხოელებს. ანუ რა გამოდის, კანონმა მხოლოდ ქართველი უნდა დასაჯოს?!


როგორც ხედავთ უცხოელი, აზიელი, მუსლიმი არაფერშუაშია. ამ შემთხვევაში კონკრეტულ ქმედებებს, დანაშაულებრივ ქმედებებს აქვს ეს ფონი ჩამოყალიბებული. ქართველს ზოგადად აგრესია აქვს მსგავსი ფაქტების მიმართ. აგერ ფაქტია, ქართველი საერთოდ არ დაინდეს, მოკლეს და უცხოელების მიმართ ბევრად შემწყნარებლური დამოკიდებულებაა ქართველებისგან. ყოვლად ცნობილი ფაქტია, რომ მუსულმანებში პედოფილია ჩვეულებრივი მოვლენაა, მათი ქალების დიდი უმრავლესობა 12-15 წლის ასაკში თხოვდება. არ მინდა ახლო მანძილზე ხელის გაშვერა და უხერხული სიტუაციების შექმნა გამომივიდეს, მითუფრო ეს პოსტი არ ეხება მათ, მაგრამ გაიხსენეთ საქართველოს რომელ მხარეში ცხოვრობენ სხვა ეროვნების მუსლიმები და ისიც გაარკვიეთ რამდენი წლის ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. აი, მერე ნაკლებად გაგიკვირდებათ აზიელი მუსლიმებისგან პედოფილია და ძალადობის ფაქტები.


ზემოთხსენებული "უფლებადამცველები" 14 ივლისის მარშს ახასიათებენ საშიშ მოვლენად და როდესაც ეკითხები, რის გამოა საშიშიო, გპასუხობენ - იქ აუცილებლად მოხდება დარბევა, ხალხიც დაიღუპოს შეიძლება, ან დაზიანდეს და დაზარალდეს მაინც, ჩვეულებრივ კრიმინალთან გვაქვს საქმე და ა.შ.


აქაც ახალი პარადოქსი:


იმ ირანელს, რომელსაც ბრალი ედება მცირეწლოვანთა გარყვნასა და გაუპატიურებაში, ჯერ რადგანაც ბრალი არ დამტკიცებია, ანუ გამოძიება მიმდინარეობს და სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს, ყველა უფლებადამცველს პირზე უდანაშაულობის პრეზუმფცია აკერია, ხოლო როცა ქართული მარშის კრიმინალურობაზე საუბრობენ, ეს უდანაშაულობის პრეზუმცია სრულიად ავიწყდებათ და ბრალეულზე კი არა, ჯერ სრულიად უცნობ პიროვნებებს და არჩატარებულ მარშს მიიჩნევენ კრიმინალებად და კრიმინალად.


გამწარებულები ცდილობენ შიში და პანიკა დათესონ საზოგადოებაში, რადგან საზოგადოების ყველა წევრი ვერ ერკვევა, ამ იდეის არსში, ვერც კანონმდებლობაში და აიატატატატატატაა, ქვეყნის დამაქცევრებად წარმოაჩენენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს.


ეს, ვითომუფლებადამცველი საზოგადოება ასეთი ორმაგი სტანდარტებით საზრდოობს და ჭამს პურს, მაგრამ სამწუხარო ისაა, არგუმენტირებულად პასუხის გამცემიც რომ არ ჰყავს ვინმე.


მოხდება დანაშაულებრივი ქმედებები?!


ადგილი ექნება კანონდარღვევას?!


მნიშვნელობა არ აქვს რა სახისაც იქნება, მე ვარ მომხრე პირველ რიგში, დაისაჯოს ყველა კანონდამრღვევი, ქართველი იქნება, თუ არაქართველი!


კანონის უზენაესობა თუ გვინდა, კეთილი ინებოს ყველა დამნაშავემ და პასუხი აგოს კანონის წინაშე, აზიელი იქნება, თუ ქართველი, მაგრამ კიკუობა თუ გინდათ და ფულის გულისთვის მთელი ქვეყანა გსურთ წაიკუზოს, დიდი ბოდიში, მაგრამ ერთმანეთში მოაგვარეთ ეგ საკითხი, ერთმანეთი წაკუზეთ და ტვინს ნუ ურეცხავთ მოზარდებსა და ახალგაზრდებს!


მართლა ჩალით დახურული ნუ გგონიათ ეს სამყარო!"


კომენტარები:

ფართი შოპი