ამანდა პოლი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, ბრიუსელში გაიმართება!

14 Jul 2017 23:49

„ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ამანდა პოლმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ვგულისხმობ იმას, რომ წარმატებით დასრულდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ახლა მიმდინარეობს მისი იმპლემენტაცია. იგივე შეიძლება ითქვას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ.    


ასევე, რა თქმა უნდა, უნდა  აღინიშნოს ვიზალიბერალიზაცია, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ განახორციელა ყველა საჭირო რეფორმა, რათა ქართველ ხალხს ჰქონოდა თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია. უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში არის ასევე ევროპის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული მნიშვნელოვანი სარგებელია (ბენეფიტი). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ განახორციელოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღის წესრიგი, ასევე მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, ბრიუსელში გაიმართება. 


ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სამიტზე ევროკავშირი კონკრეტულ ქვეყნებს შესთავაზებს ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის საჭირო წინადადებებს, რაც ახლა მუშავდება.  შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, რომელიც იმყოფება მოდერნიზაციისა და რეფორმირების პროცესში, ხდება კიდევ უფრო დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა, უფრო მიმზიდველი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რაც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს მომავალში რეინტეგრაციის პროცესში."- განაცხადა ამანდა პოლმა ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“.


კომენტარები:

ფართი შოპი