თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს - ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებენ

15 Jul 2017 00:58

თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს - ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებენ.


"დაგვეხმარეთ, გუშინ გავიდნენ სახლიდან 14 წლის მოზარდები - ძმები ნიკა და ლუკა ცანავები! თუ ვინმე ფლობს რამე ინფორმაციას ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 5921520980," - ნათქვამია განცხადებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მოზარდების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად შევიდა სამართალდამცავ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები და მიმდინარეობს ძებნის პროცესი.


უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


კომენტარები:

ფართი შოპი