"ის, ვინც მათ მიერ ამომრჩევლების გადაგდებას ამართლებს იმით, რომ თურმე სააკაშვილიც შევარდნაძის პარტიის სიით გავიდა და მერე ცალკე პარტია შექმნა უბრალოდ იტყუება"- მიხეილ სააკაშვილი

14 Oct 2019 16:11

"ის, ვინც მათ მიერ ამომრჩევლების გადაგდებას ამართლებს იმით, რომ თურმე სააკაშვილიც შევარდნაძის პარტიის სიით გავიდა და მერე ცალკე პარტია შექმნა უბრალოდ იტყუება. 


ჯერ ერთი უკვე 1999 წლის არჩევნებში მე გავედი არა სიით , არამედ მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის ოლქში, მართალია ფორმალურად მოქალაქეთა კავშირის სახელით, მაგრამ დავამარცხე შევარდნაძის საყვარელი საგადასახადოს უფროსი. 


ამის მერე მე არსად გავსულვარ. მხოლოდ იუსტიციის მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, როდესაც ღიად დავუპირისპირდი შევარდნაძეს, დამოუკიდებელ კანდიდატად მოვიგე ისევ ვაკე და მხოლოდ ამის შემდეგ შევქმენი ნაციონალური მოძრაობა. ასე რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. საქართველოში უნდა გათენდეს!"


კომენტარები:

ფართი შოპი