რომან გოცირიძე: ხელისუფლება ოკუპაციის ხაზთან კი არა დგას, მოფაშისტო ქართველი თვითმაქვია პატრიოტების მარშს თანაუგრძნობს!

15 Jul 2017 01:09

რომან გოცირიძე, დეპუტატი:


"რუსებმა ოკუპაციის საზღვარი გადმოწიეს და ამკრძალავი ბანერი დადგეს. საქართველოს ხელისუფლების რეაგირება მყისიერი იყო: გაკეთდა უმკაცრესი განცხადება, მოახდინა მმართველი პარტიის აქტივისა და მხარდამჭერების მობილიზება, გამოყო ავტობუსები, კარვები, კვების საშუალებები და ხელი შეუწყო ათასობით ადამიანის განლაგაებას ოკუპაციის ხაზთან. პარალელურად მოეწყო ცოცხალი ჯაჭვი თბილისიდან მიტაცებულ მიწებამდე, რომელშიაც პარტიები, არასამთავროები და პატრიოტი მოქალაქეები ხელიხელჩაკიდებულები ჩამწკრივდნენ მთავარ მაგისტრალზე. ხალხი მღეროდა საქართველოს ჰიმნს და ხელში პლაკატები ეჭირათ ქვეყნის გერბის გამოსახულებიანი წარწერით: ძალა ერთობაშია! 


მსვლელობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა პროგრესული სამღვდელოების მონაწილეობა. ახალგაზრდა მღვდლის მიერ მეგაფონში გახმოვანებული მესიჯი: ”რუსეთში მართლმადიდებლობა არ არის”, განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა იმ უამრავი დასავლური ტელევიზიების მხრიდან, რომლებიც აქციას აშუქებდნენ. 


გეცნოთ სურათი? არა, რა თქმა უნდა.


ხელისუფლება ოკუპაციის ხაზთან კი არა დგას, არამედ მოფაშისტო ქართველი თვითმაქვია პატრიოტების მარშს თანაუგრძნობს..."


კომენტარები:

ფართი შოპი