გიორგი კოდუა - საქართველოში უნდა განხორციელდეს ისეთი მეგაპროექტები, როგორის არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის და ავიაციის სერიოზული რეფორმები.

25 Oct 2019 02:18

"საქართველო რამდენიმე წელია Silk Road Forum-ის მასპინძელი ქვეყანაა. რომლის მიზანია ეფექტურად მოხდეს ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვა აბრეშუმის გზის ცენტრალური კორიდორით. ჩვენი კონკურენტი ჩრდილოეთ კორიდორი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, გადის მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოზე, შესაბამისად ლოგისტიკურად უფრო მარტივია ამ პროცესის ადმინისტრირება. ცენტრალური, აბრეშუმის გზის კორიდორის შემთხვევაში კი რამოდენიმე ქვეყანაა წარმოდგენილი. იმისათვის რომ აზიიდან ევროპაში მოხდეს ტვირთის გადაზიდვა, გადალახული უნდა იქნას რამდენიმე საზღვარი. იმისათვის რომ ეს პროცესი განხორციელდეს მარტივად და ეფექტურად, შეიქმნა საკოორდინაციო ცენტრი, რასაც HUB Georgia მიესალმება. ეს არის ფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს და კონკურენტუნარიანს გახდის „აბრეშუმის გზას“.


უკრაინის ტრანსპორტის მინისტრმა 2019 წლის ფორუმზე განაცხადა, რომ უნდა მოხდეს “digitalization” ამ ქვეყნების ჩართულობა, იმისათვის რომ უფრო მარტივად და სწრაფად მოხდეს ტვირთის გატარება, არ იყოს ბარიერი, იმის მიუხედავად, რომ ტვირთის მფლობელს რამდენიმე სახელმწიფოსთან უწევს მოლაპარაკება. ასევე, ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრმა ბრძანა “Time is Money” - ევროპასა და აზიას შორის კორიდორი უნდა იყოს ეფექტური დროში, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ტვირთის გადატანა საბაჟო კონტროლზე და არ მოხდეს ტვირთის შეჩერება.


ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი ამ პროექტის განხორციელებაში. გვინდა რომ აბრეშუმის გზის კორიდორი იყოს უფრო ეფექტური და გამტარუნარიანი, ვიდრე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორიდორები.


აბრეშუმის გზაზე მდებარე სახელმწიფოების ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ეკონომიკის მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა ამ პროექტის განსახორციელებლად. 2017 წელს ჩატარებულ ფორუმზე საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა მაშინდელი საქართველოს ფინანთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. ამ პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ჩვენ მივწერეთ რამდენიმე წერილი იმ დროისთვის პრემიერ მინისტრის სტატუსის მქონე მამუკა ბახტაძეს კითხვით, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ამ პროექტის ფარგლებში. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. 2019 წლის ფორუმის განმავლობაში დავინახეთ მხოლოდ და მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოებს შორის დაგვენახა კოორდინაცია, ქვეყნის შიგნითაც კი არ იყო ამ ფაქტის არსებობა. იმის მიუხედავად, რომ გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე წარმოადგენენ ერთ პარტიას, მათ შორისაც კი არ იყო გამოხატული კოორდინირება. პრემიერ მინისტრი, გიიორგი გახარია გამოვიდა ანალოგიური სიტყვით, როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე 2017 წელს. ჩვენ ვეთანხმებით და მივესალმებით მათ გამოსვლებს, თუმცა ვერ ვხედავთ წინა პრემიერის მიერ განხორციელებული საქმეების შედეგებს, ვერ ვხედავთ, თუ რა გააკეთა და რა გადააბარა ამჟამინდელ პრემიერს. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება ეს ფორუმი, ანონსდება განსახორციელებელი პროექტები, თუმცა შედეგს მაინც ვერ ვხედავთ, არის საფრთხე, რომ ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვა განხორციელდეს ჩვენი კონკურენტი კორიდორების გავლით. იმის მაგივრად რომ ეფექტურად მოხდეს მეგაპროექტების რეალიაზია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი განხორციელება, მთავრობის მიერ გაჟღერებული მესიჯები არ შეესაბამება მათ ქმედებებს. კიდევ ერთხელ, HUB Georgia არ დაიღლება და მიმართავს ახალ მთავრობას, ის მესიჯები, რომელიც აარაერთხელ გაჟღერებულა, დავინახოთ ქმედებაში.


HUB Georgia მიესალმება და ეთანხმება ამ ფორუმზე გაჟღერებულ გამოსვლებს, თუმცა პროგრესსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. კოორდინაცია, არა თუ სახელმწიფოებს შორის, არამედ ჩვენს მინისტრებს შორის არ დგება. აქედან გამომდინარე, ძალიან საწყენია, რომ ჩვენ გვიწევს  მხოლოდ მოსმენა, ეს არ არის ტყუილები, ალბათ უფრო ოცნება, რომელიც ჩვენს მთავრობას უნდა რომ აქციოს რეალობად, თუმცა ამისათვის ვერც გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ, შესაბამისად, ვერც შედეგს. საქართველოში უნდა განხორციელდეს ისეთი მეგაპროექტები, როგორის არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რკინიგზის და ავიაციის სერიოზული რეფორმები. ამის ნაცვლად ერთმანეთთან იწყება ბჭობა, გაკეთდეს თუ არ გაკეთდეს. ქართველმა ერმა კარგად იცის, თუ რა არის კარგი და ცუდი. რაც უკვე მრავალჯერ ითქვა, უნდა გადასულიყო მუშა რეჟიმში. მიგვაჩნია, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ამ ფორუმის განხორციელება კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ღირს თუ არა ამდენი ხარჯების გაწევა, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ყველაფერი შედეგს არ მოგვცემს."

 


კომენტარები:

ფართი შოპი