თემურ შაშიაშვილი: „მინდა ვისურვო, რომ პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი ამ მოსამართლეთა კორპუსს!“

26 Oct 2019 00:58

„მე მეშინოდა იმ სასამართლოსი, როგორიც იყო და მეშინია იმ მოსამართლეების, რომლებიც დღეს წარადგინეს!“  - ასე ეხმიანება „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მოსამართლეების შერჩევის პროცესს.


„მინდა ვისურვო, რომ პარლამენტმა არ დაუჭიროს მხარი ამ მოსამართლეთა კორპუსს,  - განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა, -  გასაგებია, რომ უამრავი საქმეა თაროზე შემოდებული და მოსამართლეების დანიშვნას ელოდება,მაგრამ ასეთ მოსამართლეებს სჯობს საერთოდ არ აირჩიო“.


მისი თქმით, ქვეყანაში რეალური სასამართლო რეფორმაა გასატარებელი. და რაიონებსა და რეგიონებში მოსამართლეებს ადგილობრივი მოსახლეობა  უნდა ირჩევდეს, როგორც ეს ამერიკაშია და არ ინიშნებოდნენ დედაქალაქიდან.


ამავე დროს, „თეთრების“ ლიდერის თქმით, აუცილებელია, რომ უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეები  დანიშვნა აუცილებლად მოხდეს    ოპოზიციასთან თანხმობით,რადგან სასამართლო უნდა ემსახურებოდეს არა მმართველი პარტიის არამედ ქვეყნისა და სამართლიანობის ინტერესებს.


კომენტარები:

ფართი შოპი