"დღეს, ბიძინა ივანიშვილმა, წყალტუბოსთვის და მთლიანად იმერეთის რეგიონისთვის უპრეცედენტო პროექტი დააანონსა. გადაწყვეტილებას წყალტუბოს განვითარების ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია!"- ასე გამოეხმაურა წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი, საინფორმაციო პორტალ "მხარესთან" საუბრისას პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას "წყალტუბოს აღორძინების პროექტთან" დაკავშირებით.
"30 წელზე მეტია, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საერთასორისო დონის კურორტი და რეგიონში, ყველაზე დიდი შესაძლებლობების მქონე თერმული ქალაქი, სტანდარტული მიდგომით ვერ განვითარდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი, პირადი სახსრებით და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გეგმავს დაანონსებული პროექტის განხორციელებას.
შედეგად, ძალიან მალე, წყალტუბოს მაცხოვრებლებს ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის ნაცვლად, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოწყობილი კურორტი გვექნება.
მეტი სიცხადისთვის, კურორტის მაცხოვრებლებს დაანონსებული პროექტის განხორციელების შედგად ექნებათ:
სრულიად რეაბილიტირებული 22 სასტუმრო და 9 აბანო;
ბავშვთა მოედნები;
წყლის პარკი;
ტროპიკული ბაღი;
გოლფის და ჩოგბურთის მოედნები;
კლდეზე ცოცვის პარკი;
სავაჭრო ცენტრი;
კაფე-ბარები და რესტორნები;
საგანმანათლებლო ცენტრი;
რამდენიმე ათას სამუშაო ადგილი;
სოფლის მეურნეობის ჰაბი.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არის ძლიერი შესაძლებლობა ჩვენი კურორტის სწრაფი განვითარებისა, ვიყოთ რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქი.
ძალიან გახარებული ვარ და მინდა, მივულოცო, ჩვენი ქალქის მაცხოვრებლებს, ყველას, ვისთანაც მიმქონდა წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის სიტყვა და საქმე, წყალტუბოს განვითარების შეუქცევადი პროცესი დაიწყო."- აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.
ცნობისთვის: დღეს, ბიძინა ივანიშვილმა "წყალტუბოს აღორძინების პროექტი" დააანონსა.
"მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.
ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს - მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით."- აღნიშნავს ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების სრული ტექსტი იხილეთ მითითებულ ბმულზე:
წყალტუბოს აღორძინების გეგმა