"პეკინზე, ნაგვის ბუნკერთან, დაახლოებით 70-75 წლის მამაკაცი ნაგავში იჩხრიკებოდა... უცებ, ჩვენი გაუმაძღარი ჩინოვნიკები გამახსენდნენ..."

15 Jul 2017 02:00

გიორგი ჩახაია, ფინანსისტი:


"ხომ ხვდებით რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა მავნე ხელისუფლება გვყავს. ამასწინათ პეკინზე ფეხით გამოვიარე და შევნიშნე რომ, ნაგვის ბუნკერთან ასე დაახლოებით 70-75 წლის მამაკაცი იდგა ურიკით, ამ ნაგავში იჩხრიკებოდა და რაღაცას ეძებდა. უცბად ჩვენი გაუმაძღარი ჩინოვნიკები გამახსენდა.


ზუსტად ათ მეტრში, არ ვაჭარბებ ზუსტად 10 მეტრში, სუპერმარკეტ „სპარის“ წინ, 80-85 წლის ქალბატონი იჯდა და ფულს თხოულობდა. იჯდა რა, დაღლილობისგან თავჩაქინდრული თვლემდა. საათს დავხედე და, 23:15 იყო. 


ანუ რა გამოდის, ასე გვიან ღამით, 12-ის 15 წუთზე, ასეთი ასაკოვანი ადამიანები ქუჩებში სხედან და დაიარებიან და, არა სახლებში სძინავთ ან ტელევიზორს უყურებენ, და ეს ყველაფერი იმის გამო რომ ლუკმა პური იშოვონ.


ხელისუფლების ზოგიერთი უნამუსო, შუბლძარღვგაწყვეტილი მხარდამჭერი რომ ამბობს, აბა ბიძინა ხომ არ დაურიგებს ვინმეს ფულებს, ხელი გაანძრიონ და იმუშაონო, 70-75 და 80-85 წლის ადამიანებმა რა ხელი უნდა გაანძრიონ და რა უნდა იმუშაონ, ან ვინ ამუშავებს ასეთ ასაკოვან ადამიანებს და, ვინც მუშაობს და შრომა არ ეზარება, იმათ ხომ რას ამბოთ, სულ თავზე გადასდით შემოსავალი. 


მაღაროებშიც კი მუშაობენ ადამიანები მიზერულ ხელფასად და, ხალხი თურქეთში დადის თხილის და ჩაის საკრეფად აქ რომ სამუშაო არ აქვთ.


და საერთოდაც, ვინმესთვის რა გაქვთ სათქმელი, ვისაც ბიძინა უჯიბავს საკუთარი ხელისუფლების მეშვეობით და, ფიქტიურად ჰყავთ დასაქმებულები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორც მითხრეს საკუთარი პარტიული მუშაკები, ახლობლები, მეგობრები და, უკაცრავად და ე.წ. „ნაშებიც“ კი, მათ რაში უხდიან ფულს?! უმეტესობას უსაქმურობაში და არაფერში. როგორც მსმენია, ზოგიერთი საერთოდ არ დადის სამსახურში და ისე ერიცხება ბარათზე ხელფასი, ან თვეში ერთხელ თუ გამოივლის. 


თუნდაც დამნაშავე იყოს, არ მიყვარს არათუ ადამიანების შეგინება, არამედ უკმეხად მოხსენიებაც კი, მაგრამ, სათქმელი მაინც უნდა ითქვას:


და ყოველივე ამის შემდეგ, ხელისუფლების გარკვეული მხარდამჭერები დგანან და ენას ატლიკინებენ.


იმედია ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი."


კომენტარები:

ფართი შოპი