მიმდინარე წელს, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობა დაიწყება

03 Nov 2019 14:32

"1300 მოსწავლეზე გათვლილი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დასრულების ფაზაშია."- ამის შესახებ მთავრობის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.


"დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მდებარე სკოლაში თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, სამი სპორტული დარბაზი და გარე მოედნები მოეწყობა.


20 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები და შენობა ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის.


მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში, ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალის მშენებლობაც დაიწყება, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. 350 მოსწავლეზე გათვლილ თანამედროვე ტიპის ახალ შენობაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე სპორტული მოედანი მოეწყობა და სკოლის ტერიტორია სრულად გამწვანდება. სკოლები აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ღირებულება 9,5 მლნ ლარია.


განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნების კოლეჯისა და მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობაც."-აღნიშნულია მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე. 


კომენტარები:

ფართი შოპი