"627 დევნილი ოჯახი სიმბოლურ ფასად მიიღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს"- ნათია თურნავა

03 Nov 2019 14:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 627 ოჯახი ბინებს სიმბოლურ ფასად მიიღებს. 


„ეს ოჯახები დღეს დე ფაქტო ცხოვრობენ იმ ბინებში, რომელიც მიეკუთვნება სახელმწიფო საკუთრებას, ჩვენ სიმბოლურ ფასად მათ გადავცემთ და ვუმკვიდრებთ საკუთრებაში ამ ბინებს. ეს შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე 19 დასახლებულ პუნქტს, ესაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, მცხეთა, დუშეთი და ა.შ. ამ გადაწყვეტილების შედეგად ადამიანები დაიმკვიდრებენ თავის მუდმივ, კანონიერ საკუთრებაში იმ ბინებს, რაც მათ ფაქტობრივად აქვთ დაკავებული და, რა თქმა უნდა, ეს მათი კეთილდღეობის მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


კომენტარები:

ფართი შოპი