"მეუფე პეტრემ განცხადებები გააკეთა ეშმაკის დავალებით, ეშმაკიც გამწარებულია პატრიარქის მოღვაწეობით" - დეკანოზი შალვა კეკელია

03 Nov 2019 19:53

მას უნდა, რომ პატრიარქი არ იყოს პატრიარქი და თვითონ და მისნაირებმა მართონ ეკლესია, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ყოფილი მიტროპოლიტის პეტრეს განცხადებების შეფასებისას განაცხადა.


"მეუფე პეტრემ აღნიშნული განცხადებები გააკეთა ეშმაკის დავალებით - ეშმაკის, რომელიც გამწარებულია პატრიარქის ამდენხნიანი მოღვაწეობით. დღეს ვხედავთ, ხალხი როგორ მოდის და მოაშურებს სამების საკათედრო ტაძარს, მან ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ ამ ხალხმა ეკლესიაში არ იაროს. მან შეგნებულად, მიზანმიმართულად ადამიანების ეკლესიიდან გაგდების გამო გააკეთა ეს ყველაფერი. მას რომ ეკლესიაში პრობლემების მოგვარება უნდოდეს, ასე არ არის, მას უნდა, რომ პატრიარქი არ იყოს პატრიარქი და თვითონ და მისნაირებმა მართონ ეკლესია",- განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.


კომენტარები:

ფართი შოპი