"ადრე მეგონა არსებობს მეგობრობა, რომელიც უღალატოა, მაგრამ ბევრი იმედგაცრუება ვნახე" - ბლიც-ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

06 Nov 2019 15:19

მე ვარ - ღვთისმოშიში ადამიანი, მართლმადიდებელი;


ოცდამეერთე ისტორიაში საუკუნე ჩაიწერება - როგორც ურთულესი კატაკლიზმების ეპოქა;


ადრე მეგონა - არსებობს მეგობრობა, რომელიც უღალატოა, მაგრამ ბევრი იმედგაცრუება ვნახე;


ღმერთის ჩემეული აღქმა - მარადიულია და ყველგანაა, სიყვარულია და სიკეთეა;


მაძლიერებს -  შვილები და ოჯახი, უფლის რწმენა და სიკეთე; 


გახსოვდეთ - ამაოება და ამაოთა და ყოველივე ამაოა;


ვეძებ - ადამიანში სიკეთეს;


ქალს ალამაზებს - სულიერება და სიყვარული;


თავისუფლება ნიშნავს - იყო საკუთარ ეგოზე მაღლა და პრინციპების  ერთგული, სტერეოტიპებისგან  თავისუფალი და გაბედული, პასუხისმგებლიანი და თამამი;


ძეგლს დავუდგამდი - ექვთიმე თაყაიშვილს; 


ჰობი - კალათბურთის თამაში; 


წიგნი, რომელიც განსაკურებით მომწონს - სახარება;


რომ არა იურისტი ვიქნებოდი - ხელოვანი;


ვნანობ - თუ კი ვინმეს გული ვატკინე;


ვპატიობ - ბევრ რამეს, მაგრამ მიჭირს მეგობარს ღალატი ვაპატიო ან როცა გააზრებულად ცილს მწამებენ;


მინდა სამყარო გახდეს - უფრო კეთილი და მადლიერი;


მეგობარია ის - ვისაც ერთგულება შეუძლია;


სიყვარული არის - თავგანწირვა, იზომება იმით რამდენის გაღება შეგიძლია მისთვის, ვინც გიყვარს.

ავტორი: ლანა ბიბილურიძე

კომენტარები:

ფართი შოპი