„სახელმწიფომ უკვე წარმოადგინა თავისი ხედვა - თუ, როგორ ხედავს თავის როლს წყალტუბოს აღორძინების პროეტის ფარგლებში. ის 6 პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოადგინა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გულისხმობს გენგეგმის შემუშავებას, ურბანულ დაგეგმარებას და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას“ - ეს განცხადება წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა,
ტელეკომპანია „იმედიში“ სტუმრობისას გააკეთა.
დეპუტატის თქმით, თამამდ შეიძლება ითქვას, რომ „წყალტუბოს აღორძინების პროექტი“, მუნიციპალიტეტის განვითარების ისტორიაში უპრეცედენტოა.
„წლების მანძილეზე ვერ მოხერხდა იმ გამოწვევების დაძლევა, რომელიც ჩვენ ადგილზე გვაქვს. რეალურად, ამ კუთხით ძვრები 2014 წელს დაიწყო წყალტუბოში, როდესაც სახელმწიფომ დაიქირავა ფრანგული კომპანია, რომელმაც შეისწავლა საინვესტიციო გარემო წყალტუბოში. ამ დროიდან მიმდინარეობს მუშაობა ადგილზე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ამის მიუხედავად, რელაური შედეგები ვერ მივიღეთ. სისტემური მიდგომა იყო საჭირო. სწორედ ამიტომ გახლავთ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება უპრეცედენტო.“- აღნიშნავს ცოტნე ზურაბიანი.
დეპუტატის თქმით, სამ წელიწადში, წყალტუბო ერთ-ერთ მიმზიდველ ევროპულ კურორტად გადაიქცევა.
“ამ პროეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე არის ის, რომ 8 000-მდე ოჯახი მიიღებს შემოსავალს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შედეგად. ამასთან ერთად, 20 000-მდე ადამიანი ჩაერთვება და დასაქმდება. ეს იქნება ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი.
ასევე, იგეგმება წყალტუბოში მოეწყოს სოფლის მეურნეობის რეგიონლაური ჰაბი, მეურნეობის კლასტერი, ლოჯისტიკის ცენტრთან ერთად, რაც უზურუნველყოფს, როგორც სოფლის მეურნეობიs ხარისხის ზრდას, ასევე ექსპორტზე გატანას.
მნიშვნელოვანია, ასევე, ერთიანი ადმინისტრირების შექმნა, მარკეტინგის, ბრენდინგის კუთხით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად კურორტის მართვას.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროტის შესახებ დაიწყო საუბარი, წყალტუბოში მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების ფასიც, რაც აუცილებლად ხაზგასასმელია.
სამ წელიწადში, წყალტუბო უძრაობის და უიმედობის ხანიდან გადაიქცევა ერთ-ერთ მიმზიდველ ევროპულ კურორტად, რომელიც კონკურენციას გაუწევს მსოფლიოში ბევრ საერთაშორისო კურორტს,“- განმარტა ზურაბიანმა.