წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "წყალტუბოს განვითარების პროექტზე" ისაუბრა. დეპუტატი დევნილების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დევნილების საკითხი წლების მანძილზე მოუგვარებელი იყო.
"2 წელია ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და მომდევნო წელს, სრულად ვაგვარებთ დევნილების განსახლების პრობლემას“-
აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.
ცოტნე ზურაბიანი, ასევე გამოეხმაურა ოპონენტების განცახდებებსაც.
„ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტები, სახელმწიფოს ტვირთად აწევს. ერთადერთი წარმატებული პროექტი, რომელიც წყალტუბოში გვაქვს ეს არის პრომეთეს მღვიმე, რომელიც წინა ხელისუფლემამ მიიწერა, რეალურად კი „ქართუმ“ დააფინანსა. 8 წლიანი ოპერირების შედეგად, ამ მღვიმემ 12 მილიონამდე შემოსავალი მოუტანა, მილიონობით ტურისტი მიიღო. ამ მღვიმის არსებობამ, ძალიან შეუწყო ხელი წყალტუბოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს არის რეალობა.
წყალტიბოში სხვა, ახალი მღვიმეების აღმოჩენების კუთხითაც ვმუშაობთ. რამოდენიმე მღვიმე გვაქვს, რომელიც ფუნქციურ დატვირთვებს ატარებს და ამის გამო, შესაძლოა წყალტუბოს მღვიმეების ქალაქიც ეწოდოს.
ოპონენტები განცხადებებს აკეთებდნენ - თითქოს, 1 ლარად აპირებს ბიძინა ივანიშვილი ამ ქონებების შეძენას. სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდგომ ფიზიკურად წარმოუდგენელია 1 ლარად რაიმე ქონების გასხვისება, იმდენად დიდია ინტერესი წყალტუბოსთან მიმართებაში. ეკონომიკის და მდგრადი სამინიტროს მიერ განიმარტა კიდეც, რომ საბაზრო ღირებულების გათავლისიწნებით მოხდება ქონების ბაზარზე გატანა.“- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.