მაღიზიანებს - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები;
ვგრძნობ - საკუთარ შესაძლებლობებს;
მეშინია - მიცვალებულის;
ვიცი - მეგობრობა;
არ ვიცი - ღალატი;
შემიძლია - სიყვარული;
არ შემიძლია - სიბოროტე;
ვმეგობრობ - ჩემზე ჭკვიან ადამიანებთან;
ვაპატიებ - უპატიებელი არაფერია. მთავარია შემდეგ როგორ გრელდება ურთიერთობა;
ვტირი - როდესაც თანავუგრძნობ;
ვიცინი - ძალიან ხშირად;
ვეძებ - ყოველ დღე და ყოველ წუთს აბსოლუტურად ყველა დეტალში ახალს;
ღირსი ვარ - იმის რაც მაქვს;
ვჩხუბობ - არ ვჩხუბობ, ვსაუბრობ. ჩხუბი არ არის გამოსავალი;
ვკარგავ - დასაკარგს;
მშურს - იმის, ვინც მანჩესტერ იუნაიტედის თამაშს დასწრებია ოლდ ტრაფორდზე;
ვემალები - ცხოვრებაში დავიმალე ერთხელ. 5-6 წლის ასაკში. დედას ახალნაყიდი სუნამო დავუღვარე :)
ვემტერები - არავის არ ვემტერები;
მაინტერესებს - საქართველოს უახლესი ისტორიის კულუარები;
არ მაინტერესებს - ჭორები;
მახსოვს - აბსოლუტურად ყველა ადამიანის მიერ ჩემთვის გაკეთებული სიკეთე;
მრცხვენია - რომ მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი;
უარვყოფ - საფეხბურთო კლუბ ლივერპულს :) მე მანჩესტერელი ვარ <3
ვავადმყოფობ - როდესაც ვარ ავად;
ვმალავ - კილოგრამებს, (მოვიმატე წონაში)...
ვინახავ - ოჯახურ რელიქვიებს;
მწამს - ღმერთის და საკუთარი შესაძლებლობების;
მიკვირს - ღალატის;
მიხარია - სიცოცხლე;
ვჭორაობ - არ ვჭორაობ;
ვდარდობ - მომავალზე;
ვამაყობ - ოჯახით;
ვაკეთებ - რისი გაკეთებაც შემიძლია;
ვეფერები - ვინც მიყვარს;
მსიამოვნებს - ყელზე რომ მკოცნიან;
მესიზმრება - ბევრი ფერადი სიზმარი;
ვეხმარები - სტუდენტებს საკუთარი თავის პოვნაში;
ვეწევი - სიგარეტს;
მწყინს - დაუნახავობა;
ვხარჯავ - ხელგაშლილად;
ვღალატობ - არ ვღალატობ;
ვკამათობ - არ ვკამათობ, ვსაუბრობ;
ვუხეშობ - არ ვუხეშობ, ვსაუბრობ; :)
ვუსმენ - ჩემზე ჭკვინ ადამიანებს;
ვყოყმანობ - ადამიანებზე შეფასებებების გაკეთებისას;
ვკითხულობ - თანამედროვე ეკონომიკის პრინციპებს;
ვამზადებ - უგემრიელეს კერძებს;
ვუყურებ - ფილმებს, თეატრს, ფეხბურთს;
ვკლავ - ცუდ მოგონებებს;
ვაფუჭებ - ახლახანს გავაფუჭე ტელეფონი;
ვცხოვრობ - თბილისში, სოლოლაკში;
ვცემ - ვგმობ ძალადობას;
ვყვირი - არ ვყვრირი, ვსაუბრობ;
ვმღერი - როცა მემღერება;
ვასრულებ - პიანინოზე და გიტარაზე. ზოგადად ბევრ კარგ საქმეს ვასრულებ; :)
დავდივარ - ჩოგბურთის სათამაშოდ;
ვმკურნალობ - ჯერჯერობით ჯანმრთელი ვარ;
ვერიდები - გემრიელობებს, დიეეტაზე ვარ;
ვთამაშობ - ფლეისთეიშენს;
ვიტყუები - არ ვიტყუები;
ვეთაყვანები - სიყვარულს;
ვგიჟდები – შვილზე;
მიყვარს - შეყვარებული;
ვოცნებობ - მე ხომ სულაც "ქართული ოცნებიდან" ვარ; :)
ვფიქრობ - მომვალზე;
მძულს - ღალატი;
ვნანობ - არაფერს არ ვნანობ. დრო რომ უკან დაბრუნდეს მაინც ისე მოვიქცეოდი;
კმაყოფილი ვარ - ცხოვრებით. მყავს შვილი, დავრგე ხე და ავაშენე სახლი;
მენატრება - სტუდენტობა;
მსურს - გავხდე პილოტი;
ვაგროვებ - ღვინოს;
ვიხდი - ძალიან ბევრ რამეს ჩემთვის ძალიან ღირებულისთვის;
ვეჭვიანობ - არ ვარ ეჭვიანი;
„ვკაიფობ“ - მიწაზე მუშაობით და მცენარეების მოვლით;
ვიზიდავ - საინტერესო ადამიანებს;
ვალამაზებ - ჩემს ოჯახს;
გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები
/ბლიც-ინტერვიუ ჩაწერილია 2017 წლის 5 ივლისს/