"რამდენი ტკივილებია ხელმოკლეობისაგან, რამდენი შეურაცხყოფა! მეგობრები, ნაცნობები… ისინი მხოლოდ მაშინჩნდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ ჯიბეში ორიოდე გროში გაქვს..."

17 Jul 2017 16:44

ფრაგმენტი გალაკტიონის დღიურიდან:


,,მატერიალური მდგომარეობა ასეთი – ერთი კაპეიკიც ჯიბეზე არა მაქვს… არ ვიცი, როდის იქნება ჰონორარი. პაპიროსის ფულიც კი არა მაქვს, ფეხსაცმელები დაგლეჯილია, პალტო არაა, პირი ვერ გავიპარსე, მეზარება ქუჩაში გავლა, ხალხში გამოჩენა… რამდენი ტკივილებია ხელმოკლეობისაგან, რამდენი შეურაცხყოფა! ტრამვაის ფული რომ კაცს არ გექნება… მეგობრები, ნაცნობები… ისინი მხოლოდ მაშინჩნდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ ჯიბეში ორიოდე გროში გაქვს. ღმერთმა ნუ ჰქნას ეხლა ავად გახდომა! რაღაც ვერა ვგრძნობ კარგად თავს. ვსუსტდები. ო, რა საშინელებაა ამნაირი ცხოვრება, იმედი კარგია, მაგრამ მხოლოდ იმედით ხომ ვერ იცხოვრებ ადამიანი, არა და გამოუსვლელი მდგომარეობა რკინის სალტეებს გიჭერს, სულს გიხუთავს, მუნჯადა და კუტად გხდის, განაპირა ქუჩებით გატარებს”…


კომენტარები:

ფართი შოპი