„ქართული ოცნების“ რღვევა აუცილებლად გაგრძელდება, მხოლოდ „ბიძო-ბოტები“ დარჩნენ" - გიორგი ვაშაძე

17 Nov 2019 02:51

"ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცახდებით, სრულიად ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნებია: პროპორციული ვადამდელი არჩევნები, მთავრობის გადადგომა, შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცვლილებები.


„ეს არის მოთხოვნები, გნებავთ ულტიმატუმი, რომელსაც უნდა დაუჯეროს და მოუსმინოს ხელისუფლებამ. ძალიან კარგად ვიცით, რომ მათმა წარმომადგენლებმა, რომელთაც დღეიდან ჩვენ ვუწოდებთ „ბიძო-ბოტებს“, განცხადება გააკეთეს, რომ ვითომ არ აინტერესებთ, აი, ხვალ უკვე როგორ არ დააინტერესებთ, მაგასაც ვნახავთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს მოთხოვნებს, როგორ გავაგრძელებთ ხვალინდელ დღეს. ეს ყველაფერი გაჟღერდება უშუალოდ აქციაზე. დღეს ჩვენ ამის შესახებ არ გეტყვით, რადგან ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ. გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, მათ შორის ახალგაზრდებთან შეთანხმებით. ყველა ერთიანად და შეთანხმებულად ვმოქმედებთ, ერი და ბერი გაერთიანებულია, რომ ეს დიდი ტყუილი, მსოფლიო თაღლითობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა ჩაიდინა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და საქართველო წავიდეს ნორმალური მართვის პროცესში, ვუშველოთ ხალხს და არა ივანიშვილს. 


მოდელებზე შეთანხმებულები ვართ, ტექნიკურ საკითხებზე იმუშავებენ იურისტები. ძალიან ძლიერი იურისტები არიან ჩვენს გუნდში, ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხერხდეს ეს. ახლა მთავარია, მოთხოვნების შესრულებაზე დათანხმდეს „ბიძო-ბოტთა“ და ერთობლიობა, რომელიც არის ხელისუფლებაში.


„ქართული ოცნების“ რღვევა აუცილებლად გაგრძელდება, რადგან „ბიძო-ბოტობა“ არ უნდათ ადამიანებს. აუცილებლად ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. „ქართული ოცნება“ ჩამოშლილია, იქ დარჩნენ მხოლოდ და მხოლოდ „ბიძო-ბოტები“ და მოვუწოდებ, ვინც დარჩა „ქართულ ოცნებაში“, დროულად დატოვეთ ეს მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელმაც ამხელა საჯარო თაღლითობა ჩაიდინა ხალხის წინაშე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი