ექსკლუზივი: "ე.წ. დეზერტირების ბაზრობაზე, მოვაჭრეები ტყემალს ხარშავდნენ და ხანძარიც ამ მიზეზით გაჩნდა..."

17 Jul 2017 18:28

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილი განცხადებით, დამწვარია 180 კვ/მ ფართობი. 


მისივე თქმით, ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება აღარ არსებობს. 


"ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შეტყობინება შემოვიდა 15:15 საათზე, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ტერიტორიაზე დროულად გამოცხადდნენ. ამ დროისათვის ლოკალიზებულია ხანძრის ძირითადი კერები. არ არსებობს ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება”, - განაცხადა დავით გელაშვილმა. 


საინფორმაციო პორტალი "მხარე" დაინტერესდა ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის მიზეზით. როგორც შესაბამის თემაზე ინფორმირებულმა პირმა გვითხრა, ხანძარი მოვაჭრეთა დაუდევრობის შედეგად გაჩნდა:


"დეზერტირების ბაზრობაზე, მოვაჭრეები ტყემლს ხარშვდნენ, როგორ ჩანს "საქმის წინ წაგდება" უნდოდათ. ტყემალის ხარშვის პროცესში, კლიენტი გამოუჩნდათ, აგიზგიზებული ცეცხლი მიატოვეს და ამ კლიენტს ემსახურებოდნენ. ამასობაში გაჩნდა ხანძარი. "


კომენტარები:

ფართი შოპი