"ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაპირობა არ არსებობს"- გია ვოლსკი

17 Nov 2019 03:28

ჩვენი მთავარი მიმართვა ხალხის მიმართ, ვინც აპროტესტებს იქნება ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი დასკვნები, დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წელს არჩევნების დროს გამოვხატოთ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას მიმდინარე პროტესტზე.


მისივე განცხადებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ეუთოს/ ოდირის რეკომენდაციებით იმ საარჩევნო კოდექსის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის, ოპოზიციისთვის პოზიციების გაძლიერებას. გია ვოლსკის თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს.


ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიმდინარე მოვლენების ფონზე საზოგადოებაში რატომ არ ჩნდება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გია ვოლსკის თქმით, ივანიშვილს პოზიციების გაზიარება საზოგადობის მიმართ არასდროს უჭირს.


„მე არ მგონია, რომ ჩვენ ნაკლებ ახსნას ვაკეთებთ. ივანიშვილს თავისი პოზიციის გაზიარება არასდროს გასჭირვებია. მისი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ იცით. ეს ბევრ რამეში გამოიხატება, მათ შორის, პერიოდულად, დეტალურ და საკმაოდ გულახდილ საუბარში. ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებს გავუფრთხილდეთ, ქაოტურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ცუდ შედეგს მოგვიტანს. სულ მალე იქნება არჩევნები და მოვემზადოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.


ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ხალხში პროტესტი არსებობს, გია ვოლსკიმ მიუთითა, რომ „ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობს“.


კომენტარები:

ფართი შოპი