საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირე, დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.
„შსს-მ უზრუნველყო 17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარება. მოგახსენებთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე. ასევე აქცია იმართებოდა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, ბათუმში იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას“,-განაცხადა ვაჟა სირაძემ.