სულის შემძვრელი მესიჯი მივიღე დღეს დილით - ოჯახმა ნაქირავები ბინა ქირის გადაუხდელობის გამო დატოვა, პატარა კი ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა

19 Nov 2019 21:32

ბებია, დედა და მამა სამი შვილით იძულებული გახდნენ დატოვონ ნაქირავები ბინა ორი თვის გადაუხდელობის გამო. ოჯახს მცირეწლოვანი შვილი თბილისის ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში გვერდი „მე ქართულ საქმეს ვაკეთებ“ ავრცელებს. 


„სუსტი გულის ადამიანებს უმორჩილესად ვთხოვ არ წაიკითხოთ პოსტი.


რამდენიმე დღის წინ ფეისბუქჯგუფში ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ჯგუფის ერთ ერთმა წევრმა ბატონმა დავით აკოფაშვილმა დადო ინფორმაცია და სურათები, ერთ ერთი ოჯახის სულის შემძვრელი გაჭირვების შესახებ. პირადად გავესაუბრე ოჯახის უფროსს, აღმოჩნდა, რომ ბებია, დედა და მამა სამი შვილით იძულებული გახდნენ დასტოვონ ნაქირავები ბინა ორი თვის ქირის გადაუხდელობის გამო. გამოსავალიც თეორიულად ნაპოვნი აქვთ თუ სად გააგრძელებენ ცხოვრებას, იხელეთ ფოტოები. ოჯახის ყველაზე დიდ საზრუნავს მიუხედავად უსახლკაროდ დარჩენის საშიშროებისა, წარმოადგენდა ჩვილი ბავშვის კრიტიკული ჯანმრთელობა, რომელიც მოთავსებული იყო თბილისის ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც სურათებიდან ჩანს სიტყვებიც ზედმეტია, თუ როგორ რეალობაში მოუწევდა ინფექციურიდან დაბრუნებულ პატარას ცხოვრება. სიტყვებს ვერ ვპოულობ თუ რატომ მოხდა ეს? უფრო რთული და სულის შემძვრელი რა შეიძლებოდა დამართნოდა პატარა სიცოცხლეს, მაგრამ სამწუხაროდ ის დღეს უფლის გვერდით დაიდებს ბინას.


სულის შემძვრელი მესიჯი მივიღე დღეს დილით :


„დღემშვიდობისა პაატ.


პაატი იმ ოჯახს პატარა დაეღუპა, იმ დღეს რომ ვწერდი და იმის საშუალებაც არ აქვთ რომ სასახლე შეიძინონ და რამე საღამომდე არაფერი შანსი არ არსებობს რომ დავეხმაროთ სასახლეთი მაინც სანამ დაღამდება.“


ცხვირიდან სისხლი წამსკდა თვალები დან ცრემლები უკონტროლოდ მდიოდა, წნევამ ამიწია. ვეღარ გამეგო რა უფრო პრიორიტეტული იყო , ჩემი ჯანმრთელობა , გარდაბნის გამგეობის საქმის კურსში ჩაყენება, ჩემი ოჯახის წევრის იმედი მაქვს ლევანი ონიანის ამ კუთხით მან უკვე ჩააყენა კოლეგები საქმის კურსში, პაწაწინა სასახლის შეძენა.


აი ამ მესიჯმა გადაწყვიტა რა იყო პრიორიტეტული:


„წეღან მითხრეს ძვირია და რამე ყუთი შევკრათო სულ დამეწვა ძვლები”


მაქვს მორალური უფლება რამდენიმე ადამიანს ვთხოვო ამ თემაზე მხარდაჭერა. მაგრამ ისინი ზესტაფონში მოღვაწეობენ. მადლიერი ადამიანების მხარდაჭერით ა(ა)იპ ლაშა მესხის ანგარიშზეც მაქვს მცირე თანხა. გადავწყვიტე ინტერნეტით მეპოვა გამოსავალი, არ ვიცი რატომ ავირჩიე ამ კონკრეტული დამკრძალავი ბიუროს ნომერი 577332366 მაგრამ ავირჩიე და დავრეკე. მახსოვს, რომ საკუთარი თავისა და ა(ა)იპ ლაშა მესხის წარდგენა მოვასწარი “ ჩვილის სასახლეს შეძენასთან დაკავშირებით გვთხოვეს მხარდაჭერა”. გიორგიმ საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მომცა, “ საღამომდე მომეცით დრო და მე მივუტან მისამართზე უსახსროდ!” ამდენი ტკივილით, აგრესიით, უიმედობით გაჟღენთილ რეალობაში “ ადამიანის ადამიანობა” ვიგრძენი სულ რაღაც ორ თუ სამ წინადადებაში. უბედურიც ვიყავი იმ წუთებში, იმედგადაწურულიც, ბედნიერიც და იმედიანიც. დაახლოებით 2 საათში, ყველაფერი მართლმადიდებლური წესჩვეულების შესაბამისად მოხდა, მადლობა ღმერთს მოესწრო და პატარამ გაქრისტიანებულმა დატოვა წუთისოფელი.

როგორი იქნება ამ ოჯახის ხვალინდელი დღე?


ალბათ ისეთივე როგორიც იყო გუშინ მაგრამ უფრო გაუბედურებული, ნაღვლიანი და სულისშემაძრწუნებელი. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ პოსტის წამკითხველი ყველა ადამიანი ვიტყვით: “ სხვისი ჭირი ღობის ჩხირი! მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს, არ მოხდება იმიტომ, რომ ათიათასობით გასაჭირში აღმოჩენილ ადამიანს შემახვედრა უფალმა ბოლო 20 წლის მანძილზე, რომლებმაც იციან ჩემს მიერ უანგაროდ ნაკეთები სიკეთის ფასი. უცხო ადამიანებს ვისთვისაც უცნობია ა(ა)იპ „ლაშა მესხის„ ჩუმად ნაკეთები სიკეთე, ვთხოვ ნუ დაყოვნდებით ამის გამო , დამიფიქსირეთ თქვენი მხარდაჭერა, პირადში მომწერეთ, მოგაწოდებთ საკონტაქტო მონაცემებს და ისე გამოხატეთ ოჯახის მიმართ მხარდაჭერა როგორც შეძლებთ, ხოლო მათ ვინც იცის, ჩემი და ა(ა)იპ „ლაშა მესხის „ სიმართლის და სანდოობის შესახებ ვთხოვ ანალოგიურად მომწეროს პირადში , ფულადი მხარდაჭერის შემთხვევაში ჩარიცხონ თანხა შემდეგ ანგარიშზე.

სს საქართველოს ბანკი
ააიპ ლაშა მესხი
GE40BG0000000162123077
დანიშნულებაში მიუთითეთ „ სახლიდან სასახლემდე. „


სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე უნდა აირჩიოთ იურიდიული პირის ანგარიში!


ყველა შემოწირული თეთრი ბანკის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით გადაეცემა ოჯახს, პირადად ვაკონტროლებ ორგანიზაციის ანგარიშს, ყველა საბანკო ოპერაციას და თანხის არამიზნობრივად დახარჯვის საშიშროება არ არსებობს ! ამონაწერი სპეციალურად ამ საქმისათვის შექმნილი ანგარიშიდან გამოქვეყნდება ჩვენს ფეისბუქგვერდზე. მათ ვისაც არ სურს სახელის და გვარის გასაჯაროება დანიშნულებაში მიუთითოს „ ანონიმური - სახლიდან სასახლემდე.„
“ სჭირდებათ ყველაფერი რაც შეიძლება სჭირდებოდეს ღია ცისქვეშ აღმოჩენილ „ ბებიას ახლაგაზრდა დედ-მამასა და უკვე სამწუხაროდ ორ პატარას !
ჩემს საქმოსან მეგობრებს კი ვთხოვ დახმარებას, ოჯახის შრომის უნარიანი წევრების დასაქმების კუთხით, მათზე პროფესიის შესწავლის მხარდაჭერით დავიწყოთ.
უმორჩილესად გთხოვთ პატიებას ჩემო ნაცნობი და უცნობო ადამიანებო. მიჭირს ამ მწარე რეალობაზე შეგუება მაგრამ ესაა დღეს ქართული რეალობა, ტრაგედია და სიმართლე.


უფალს ვთხოვ ხვალ გათენდეს და აღმოჩნდეს, რომ ოჯახს აქვს სამთავრობო რესურსის, არასამთავრობო რესურსის და სრულიად საქართველოს მხარდაჭერა.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - წერია პოსტში.




კომენტარები:

ფართი შოპი