საცხოვრებელ კორპუსში გველი იპოვეს

31 Jul 2017 22:26

დავით გარეჯის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, ერთოთახიან ბინაში, ბინის მაცხოვრებლებმა გველი კედელზე შეამჩნიეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახეს თუმცა ბინაში მისულმა თანამშრომლებმა გველი ვეღარ ნახეს.


მოსახლეობა "ინფო რუსთავს" ხშირად მიმართავს იმ სამსახურის საკონტაქტო ნომრების მიღების მიზნით ვისაც ქალაქში აღნიშნული საქმიანობა ეხება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვწერთ მათ საკონტაქტო ნომერს. ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში ცხელ ხაზზედარეკეთ: სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.


წყარო: http://inforustavi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი