"იმედი მაქვს კალაძე მორჩება უსაგნო "საუბრებს", საქმეს მიხედავს, "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს თანხას დროზე მისცემს და არ დამაწყებინებს თანხის იძულებით ამოღებას"- მარიკა არევაძე

25 Nov 2019 17:20

ადვოკატი მარიკა არევაძე, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბავშვთა სამყაროს საქმეზე წერს და თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს:


"როგორც იცით თბილისის მერიასთან და საკრებულოსთან გვქონდა დავა და ვითხოვდით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულებიდან იმ ნაწილზე ერთჯერადი დახმარების გაცემას, რომელთაც ეს დახმარება არ მიუღიათ.


- მერიას და საკრებულოს სრულად მოვუგეთ დავა პირველ და მეორე ინსტანციაში.


- რაც მთავარია დღეს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო მერიისა და საკრებულოს საკასაციო საჩივრები.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ავიღებთ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, აღსრულების ფურცელს და ამ ხალხის მიმართაც მოხდება თანაბარი მოპყრობა, პრაქტიკულად 3 წლის შემდეგ.


იმედი მაქვს კალაძე მორჩება უსაგნო "საუბრებს", საქმეს მიხედავს, ამ ხალხს თანხას დროზე მისცემს და არ დამაწყებინებს თანხის იძულებით ამოღებას."- წერს მარიკა არევაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი