იუსტიციის სასწვლო ცენტრი აცხადებს ესეების კონკურსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში

29 Nov 2019 14:03

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი UN Women-ის მხარდაჭერით ესეების კონკურსს აცხადებს. კონკურსის თემაა „სექსუალური შევიწროების ფენომენი“.


ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.


მონაწილეებს ხუთი ეტაპის გავლა მოუწევთ, გამარჯვებული კი იანვარში გამოვლინდება. ფინალში გასულ კონკურსანტებს შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.


შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2019 წლის 15 დეკემბრისა შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2OmlVBV


პროექტის მიზანია სექსუალური შევიწროების ფენომენის და არსებული კანონმდებლობის შესახებ სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება.


იუსტიციის სასწავლო ცენტრი უერთდება 16-დღიან სამთავრობო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. 2019 წელს კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა - სექსუალური შევიწროება. სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისჯება კანონით. კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ. კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.


კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრი ესეების კონკურსის გარდა დიდ ქალაქებში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ უფასო ტრენინგებსაც ჩაატარებს.


❗ შემოგვიერთდით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში!


#სახელმწიფოზრუნავს #ყველაქალსაქვსსათქმელი #16დღიანიკამპანია2019


კომენტარები:

ფართი შოპი