მაიკ პენსი: კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ!

31 Jul 2017 23:52

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას Twitter-ის პირად გვერდზე ეხმაურება.

როგორც ის წერს, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ტრამპთან ერთად ვუმასპინძლე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,- წერს ის.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვდა, რის შემდეგაც, კვირიკაშვილი ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიწვია. 

რაც შეეხება დონალდ ტრამპთან შეხვედრას, შტატებში ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში ის წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.


წყარო: http://ghn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი