„საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ – „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კვირეული ორბელიანის განახლებულ მოედანზე საზეიმო კონცერტით გაიხსნა

03 Dec 2019 16:38

„საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ - ამ სახელწოდებით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებული ახალგაზრდული კვირეული ორბელიანის განახლებულ მოედანზე საზეიმო კონცერტით გაიხსნა.


ახალგაზრდული კვირეულის ინიციატორი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.
კვირეულის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’“, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.


„ახალგაზრდული კვირეული“ 7 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.





კომენტარები:

ფართი შოპი