როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი, ნიკოლო მაკიაველის „მთავარის“ მიხედვით

03 Dec 2019 18:13

ნიკოლო მაკიაველი (1469-1527) - აღორძინების ხანის დიდი იტალიელი (ფლორენციელი) მოაზროვნე, ისტორიკოსი, სამხედრო და პოლიტიკური თეორეტიკოსი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰუმანისტი. „მთავარი“ მაკიაველის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმოხვეჭილი წიგნია, რომელიც ავტორმა ფლორენციის მმართველს მიუძღვნა. წიგნში წარმოდგენილია მაკიაველის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს (ან არ უნდა იყოს) ქვეყნის მმართველი, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრია მას, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მორალურ პრინციპებთან, რა უნდა იყოს მისი უზენაესი მიზანი და ფასეულობა, რას უნდა ეფუძნებოდეს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სამხედრო სტრატეგია, რა გამორჩეულ უნარებს უნდა ფლობდეს და სხვა.


ყველა სახელმწიფო, ყოველგვარი მმართველობა, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ ადამიანებზხე მბრძანებლობის უფლება, ან რესპუბლიკაა, ანდა სამთავრო. ასე იყო და ასეა ახლაცსამთავროები ან მემკვიდრეობითნი არიან, რო,ელთაც დიდი ხნის მანძილზე მართავს მთავრთა ერთი საგვარეულო, ანდა - ახალნი, - ასე იწყებს მაიკაველი საუბარს სამთავროების შესახებ.


მემკვიდრეობით და მათი ხელწიფის საგვარეულოს მიჩვეულ სახლმწიფოებში ძალაუფლება ბევრად უფრო ადვილად ნარჩუნდება, ვიდრე ახლებში, ვინაიდან საამისოდ სახელმწიფოსათვის მთავარია არ დაარღვიოს წინაპართა დაფუძნებული წესრიგი და მართოს გარემოებები.


ახალ სამთავროში კი არსებობს სიძნბელეები.  როდესაც სამთვაროში არის ახლად მიერთებული ნაწილი ისე, რომ მას შეიზლება შერეულიც ეწოდოს ცვლილებები წარმოიშობა ბუნებრივი სიძნელეებისგან, რომელიც საერთოა ყველა ახალი სამთავროთათვის: ადამიანები ხალისით იცვლიან ბატონს, რადგან სჯერათ,რომ ამით ცხოვრება გაუმჯობესდება, - ამგვარი რწმენა აიძულებთ ბატონის წინააღმდეგ აჯანყებას, მაგრამ ისინი ტყუვდებიან, რადგან შემდგომში გამოცდილება აჩვენებს რომ ცხოვრება გაუარესდა.


ენით, ჩვეულებებით და წესყობილებით განსხვავებულ სახლმწიფპებს იპყრობენ აქ უკვე ჩნდება სიძნელეები, რაში ხედავს მაკიაველი გამოსავალს? ის ფიქრობს რომ საუკეთესო და ცოცხალი საშუალება იქნებდა თვით დამმპყრობელი დასახლდეს ამ ქვეყანაში.


სხვა საუკეთესო საშუალებაა ერთ ან ორ ადგილას კოლონიების დაარსება, რაც ამ ქვეყნებთან პირდაპირ კავშირში იქნება. ეს კოლონიები დიდ დანახარჯს არ მოითხოვენ, უფრო მეტი ერთგულებით გამოირჩევიან და ნაკლებად აღშფოთებენ მოსახლეობას.


როდესაც იპყრობენ ნსახელმწიფოებს, რომლებიც თავიანთი კანონების მიხედვით ცხოვრებასა და თვაისუფლებას არიან მიჩვეულნი, არსებობს მათი შენარჩუნებიუს სამი სხვადასხვა საშუალება. მაკიაველის აზრით ეს საშუალებებია:


1.მიწასთან გაასწორო ისინი;

2. პირადად დასახლდე იქ;

3. თავიანთი კანონების მიხედვიტ ცხოვრების საშუალება მისცე და ხარკი დაადო მათ, ხოლო მმართველობა მცირერიცხოვან პირთ გადასცე, რომლებიც შეგინარჩუნებენ ამ ქვეყნის მეგობრობას.


თავისუფალებას ნაჩვევიუ ქალაქის შენარჩუნება უფრო ადვილია მისი მოქალაქეეების მეშვეობით, ვიდრე სხვა რამე საშუალებით, თუკი მისი დაქცევა არ სურთ.


რას ფიქრობს მაკიაველი ისეთ ადამიანეზე, ვინც კეთილგანწყობით ხდება მთავარი?


„ისი ვინც ხალხის კეთილგანწყობით ხდება მთავარი, ასევე კეთილად უნდა იყოს განწყობილი მის მიმართ; რასაც ადვილად შეძლებს, ვინაიდან ხალხი მხოლოდდ იმას მოითხოვს, რომ აღარავინ ავიწროებდეს, ხოლო ის, ვინც ხალხის კი არა დიდებულთა კეთილგანწყობით აღწევს მთავრის ძალაუფლებას, ხალხის გულის მოგებას უნდა ცდილობდეს, რასაც ადვილად შეძლებს, თუკი თავის მფარველობას არ მოაკლებს მას.“


მთვაარი, თუკი ძალაუფლების შენარჩუნება სურს, ხშირად იძულებულია ზურგი აქციოს სიკეთეს. ვინაიდან დაჯგუფებანი- სულერთია, ხალხის, ჯარისკაცების თუ დიდებულებისა, რომელთა მხარდაჭერა როგორრც თვითონ ჰგონია, რომ აუცილებელია, დიახ, როცა ზემოთ აღნიშნული ჯგუფები იხწრნებიან, ის იზულებულია დაჰყვეს მათ ნებას და უყოყმანოდ აღასრულოს მათი სურვილი. ამ პირობებში ყოველი კეთილი საქმე შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისთვისა.


რომელი სატრატეგია სჯობს სახელმწიფოს შენარჩუნებისთვიუს? მაკიაველი არ ეთანხმება იმ სტრატეგიას რომლის მიხედევითაც სახელმწიფოს შენარჩუნებსი მიზნის აგებდნენ ციხე- სიმაგრეებს. მისი აზრით ციხე - სიმაგრეების სარგებლიანობა დამოკიდებულია საქმის ვითარებაზე. მათ შეუძლიათ ერთ შემთხევვაში გიხსნა, ხოლო სხვა შემთხვევაში საბედისწერონი აღმოჩნდნენ. ის მთავარი, რომელსაც თავისი ხალხის უფრო ეშინი ვიდრე უცხოელების, ციხე- სიმაგრეებს უნდა აგებდეს, ხოლო იმ მთვარს, რომელსაც უცხოელების ეშინია შეუძლია არადა აგდებდეს მას.


საბოლოოდ ნიკოლო მაკიაველი გვეუბნება : „ ბედის ცვალებადობისას, ადამიანები, რომლებიც ჯიუტად მისდევენ მოქმედებსი ერთხელკ და სამუდამოდ არჩეულ გზას, ბედნიერნი არიან მანა, საბამ მათი მოქმედება და ბედისწერა შეესაბამებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ბედნიერება უბედურებით იცვლება. უმჯებესია თამამი იყო, ვიდრე ფრთხილი და წინდახედული, რადგანაც ბედისწერა ქალია, და მსი მოსაგერიებლად არ უნდა იშურვებდე მუჯლუგენებსა და წიხლებს. ბედიწერა, ქალისა არ იყოს, ყოველტვის სიჭაბუკეს ამჯობინებს, რადგანაც სიჭაბუკე უფრო თამამია, დაურიდალი და უფრო თავდაჯერებლურად მბრძანებლობს მასზე“

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი